tbilisibusinesshub

სანოტარო მედიაცია არის კერძო სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, რომელშიც მხარეები ნებაყოფლობით საწყისებზე მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით აწარმოებენ მოლაპარაკებას სადავო საკითხებზე შეთანხმების მიღწევის მიზნით:დავის მოგვარება ხდება სწრაფად და იაფად,დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.სამედიაციო პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის,დამოუკიდებლობის,მიუკერძებლობის,კონფინდენციალურობის დაცვის საწყისებზე,მედიაციის შედეგად მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დგება მორიგების აქტი - უდავო მტკიცებულების დოკუმენტი,რომელიც მოწმდება სანოტარო წესით. აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია თითოეული მხარის მოვალეობანი; მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით გაიცემა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  

სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ.

 

დაგვიკავშირდით