tbilisibusinesshub

სანოტარო მომსახურება

ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: 

⦁ კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;

⦁ გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას;

⦁ გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას; 

⦁ გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას; 

⦁ იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; 

⦁ ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან; 

⦁ ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; 

⦁ ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;

⦁ ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; 

⦁ ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

⦁ ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; 

⦁ ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; 

⦁ გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;

⦁ დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს; 

⦁ გასცემს სააღსრულებო ფურცელს;

⦁ ასრულებს თამასუქის პროტესტს; 

⦁ გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; 

⦁ შესანახად იღებს დოკუმენტებს; 

⦁ ასრულებს საზღვაო პროტესტს;

⦁ სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს;

⦁ ნოტარიუსი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან.

⦁ ნოტარიუსს აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება.

⦁ ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი ასევე  უფლებამოსილია კონსულტაცია გაუწიოს დაინტერესებულ მხარეს. 

⦁ ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე 

⦁ ნოტარიუსი შეიძლება იყოს მედიატორი მოდავე მხარეთა შორის: 

ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა);

 ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე; 

გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე;

 დ) ნებისმიერ სხვა დავაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ასეთ დავაზე მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი.  

 

დაგვიკავშირდით