tbilisibusinesshub

მომხმარებელს ვთავაზობთ ნებისმიერი სირთულის მრავალსართულიანი შენობების, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი, კომერციული ნაგებობების  ექსტერიერისა და ინტერიერის პროექტირების სრულ პაკეტს, მშენებლობას და რემონტს ინტერიერის დიზაინის შესაბამისად, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული  კლიენტის შესაძლებლობასა და გრაფიკზე. 

როგერც წესი, სახლის სტილის შერჩევისას გასათვალისწინებელია ადგილმდებარეობა, ხედი და დამკვეთის პირადი მოთხოვნები, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ნაგებობის ინდივიდუალურობასა და კომფორტულობას. სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგვიძლია დაგეხმარეოთ მიწის არჩევა-შეძენაში საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე და ამგვარად ყველა წვრილმანი ნიუანსის წინასწარ გათვალისწინების წყალობით,  დამკვეთის გემოვნებაზე მაქსიმალურად  მორგებული შედეგი მივიღოთ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისი ნაგებობის  ნული ფაზიდან აშენებას მოიცავს, რაც შესაბამისი ტერიტორიის შერჩევის შემდეგ, მისი დაპროექტებით და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით იწყება, მათ შორის:

ესკიზური პროექტის დამზადება;

კონსტრუქციული პროექტის დამზადება;

1 კლასის შენობა-ნაგებობის ესკიზური პროექტის დამზადება;

ექსტერიერის რეკონსტრუქციის ესკიზური პროექტის დამზადება;

სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება;

პროექტის შეთანხმება;

მშენებლობის ნებართვის მიღება.

იმისთვის, რომ ნაგებობამ საბოლოოდ დასრულებული სახე შეიძინოს და შესაძლებელი გახდეს მისი ფუნქციური დანიშნულებით გამოყენება, მნიშვნელოვანია მისი ინტერიერის შესაბამისი დიზაინით მოწყობა.  ჩვენთან პროფესიონალები მზად არიან, თქვენი გემოვნებისა და  ნაგებობის ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად შეგირჩიონ ინტერიერის ევროპული, როგორც კლასიკური ასევე მაქსიმალურად მყუდრო,  თანამედროვე სტილი, რაც ამავდროულად ინდივიდუალური იქნება თითოეული შემთხვევისთვის და ამისთვის გთავაზობენ შემდეგ სერვისებს:

ინტერიერის დიზაინის პროექტის შექმნა;

მასალებისა და ავეჯის არჩევა ინდივიდუალურად;

სურვილის შემთხვევაში, ინდივიდუალური, ინტერიერზე მორგებული ავეჯის შექმნა.

თუმცა ნაგებობა საბოლოოდ დასრულებულ სახეს მანამ ვერ შეიძენს, ვიდრე მის გარშემოც არ შევქმნით შესაბამის გარემოს. ამისთვის აქვე გთავაზობთ: 

ლანდშაფტის დაპროექტება-დაგეგმარებას, შემდგომი სამუშაოების შესრულებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული სერვისის შემთხვევაში არქიტექტორ-დიზაინერის მხრიდან  უზრუნველყოფილია  3D ვიზუალიზაცია და პროექტის შესრულებაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება. შედეგად კი ინდივიდუალურ, სხვებისგან განსხვავებულ, თქვენი გემოვნების შესაფერის ნაგებობას იღებთ, რომელიც იდეალურად შეესაბამაბება მასთან დაკავშირებით თქვენს მიერ დასახულ მიზნებსა და გეგმებს.

დაგვიკავშირდით

ნამუშევრების ნახვა