tbilisibusinesshub

საქმიანობა

კომპანია "თბილისი ბიზნეს ჰაბი" წარმოადგენს ახალ სიტყვას საქართველოს ბაზარზე. ჩვენს კომპანიაში "ერთი ფანჯრის" პრინციპით შეგიძლიათ მიიღოთ ხარისხიანი და პროფესიონალური მომსახურება შემდეგ განყოფილებებში:

         იურიდიული
         სანოტარო
         აუდიტორულ/საბუღალტრო
         სათარჯიმნო
         სამშენებლო და არქიტექტურულ/დიზაინერული
         ივენთ მენეჯმენტი
         საქმიანი მოგზაურობის ორგანიზება

ჩვენი მომსახურება მორგებულია თითოეული კლიენტის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. "თბილისი ბიზნეს ჰაბი" ასევე უწევს კონსულტაციას საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს. ვაწვდით მათ ინფორმაციას ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ მათ კომუნიკაციას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიზნეს-სეგმენტის წარმომადგენლებთან. 

თითოეულ ჩვენს კლიენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და განვიხილავთ როგორც პარტნიორად ვინაიდან თქვენი წარმატება ამავდროულად ჩვენი წარმატებაცაა. ჩვენი კომპანიისთვის აუცილებელია კარგად გავერკვეთ კლიენტის მოთხოვნებში და შევთავაზოთ პროფესიონალური და მხოლოდ მის საქმიანობის წარმატებისთვის მორგებული საუკეთესო სერვისი.

კლიენტის დროის დაზოგვისთვის და სერვისის გაუმჯობესებისთვის შესაძლებელია შეხვედრის წინასწარი დაგეგმვა თქვენთვის საჭირო განყოფილებაში როგორც ელექტრონული ფოსტის, ასევე სატელეფონო ჩაწერის საშუალებით. 

ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს ასევე შეეძლებათ დაგეგმონ ბიზნეს შეხვედრები სხვა პარტნიორებთან, რისთვისაც კომპანიას გააჩნია კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო და შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახი.

კომპანიას გააჩნია საკუთარი დაცული პარკირების ადგილი.

ჩვენი მიზანია, ჩვენს ბიზნესში ყოველთვის გვქონდეს პროფესიონალური პატიოსნების მაღალი დონე.